Logo O

აზიური ტრადიცია ევროპული სიზუსტე

აზიის გულიდან.
თქვენს თეფშამდე.

აღმოაჩინეთ აზიური სამზარეულოს ნამდვილი გემო Food Luck GYOZA–სთან ერთად — პრემიუმ კლასის გიოზა, რომელიც შექმნილია ავთენტური აღმოსავლური ტრადიციებითა და ევროპული სიზუსტით.

Food Luck – ის თითოეული GYOZA სავსეა მდიდარი და არომატული შიგთავსით და შეფუთულია განსაკუთრებულად თხელი ცომით. ევროკავშირში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული  გიოზა აკმაყოფილებს გემოსა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.

მომზადების 9 განსხვავებული მეთოდით – ტაფაზე შეწვიდან და ორთქლზე მომზადებიდან ღუმელში გამოცხობამდე ან ეარფრაიერში მომზადებამდე – Food Luck GYOZA მარტივად ერგება თქვენს ცხოვრების წესს. მიუხედავად იმისა, გეჩქარებათ თუ სტუმრებს უმასპინძლდებით,  სულ რაღაც  5 წუთში მზად არის – შეფის უნარების გარეშე.

შემატეთ აზიური შთაგონება თქვენს ყოველდღიურ კერძებს — სწრაფად, არომატულად და უმაღლესი ხარისხით!

მარტივად მოსამზადებელი

ASIAN TRADITION. EUROPEAN PRECISION.

GYOZA აზიური სტილის სოუსში

ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ:

  • 400 გ თქვენი საყვარელი Food Luck GYOZA
  • ცოტაოდენი ზეთი
  • დაჭრილი მწვანე ხახვი

ᲡᲝᲣᲡᲘᲡᲗᲕᲘᲡ:

  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1–2 კბილი ნიორი
  • დაქუცმაცებული სეზამის მარცვლები (სურვილისამებრ)
Numeracija-8.png

საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი დიდ ტაფაზე. როდესაც ზეთი გაცხელდება, ტაფაში ჩააწყვეთ GYOZA ისე, რომ მათი ბრტყელი მხარე ტაფას ეხებოდეს.

Numeracija-9.png

შეწვით რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ქვედა მხარე ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს და ზეთის უმეტესი ნაწილი არ აორთქლდება.

Numeracija-10.png

შემდეგ ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ტაფის ძირი დაიფაროს, და დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური.

Numeracija-11.png

გიოზა დახურულ ტაფაში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ორთქლზე მოამზადეთ, შემდეგ მოხადეთ თავსახური და აცადეთ სითხეს ოდნავ აორთქლება.

Numeracija-12.png

გადაიტანეთ გიოზა თეფშზე და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, სურვილისამებრ, სეზამის მარცვლები. სოუსისთვის ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მიირთვით გიოზასთან ერთად და ისიამოვნეთ!

ბულიონი GYOZA-თი

ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ:

  • 400 გ Food Luck GYOZA
  • 2 ლ ბულიონი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი
  • 1 ჩინური კომბოსტო
  • 100 გ სოკო
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი მოხალული სეზამის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი
  • სეზამის მარცვლები
Numeracija-8.png

წვრილად დაჭერით ნიორი, ჯანჯაფილი და ჩინური კომბოსტო.

Numeracija-9.png

ცხელ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში მოშუშეთ ნიორი და ჯანჯაფილი, შემდეგ დაამატეთ სოკო და კომბოსტო და კიდევ რამდენიმე წუთით შეწვით.

Numeracija-10.png

ტაფის შიგთავსი გადაიტანეთ დიდ ქვაბში, დაამატეთ ბულიონი, სოიოს სოუსი და მოხალული სეზამის ზეთი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

Numeracija-11.png

როდესაც ბულიონი ადუღდება, დაამატეთ GYOZA და კიდევ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მოხარშეთ, სანამ ზედაპირზე ამოტივტივდება.

Numeracija-12.png

მიირთვით დაჭრილ მწვანე ხახვთან და სეზამის მარცვლებთან ერთად.

ბოული GYOZA-თი

ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ:

  • 400 გ Food Luck GYOZA
  • 1 სტაფილო
  • ერთი მუჭა წითელი კომბოსტოს ფოთლები
  • 1 ავოკადო
  • ერთი მუჭა ბოლოკი
  • 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი
  • ცოტაოდენი ლიმონის წვენი
  • ½ ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი
  • ზეთი
  • 4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • ახალი ქინძი
  • სეზამის მარცვლები
Numeracija-8.png

სტაფილო თხელ ნაჭრებად დაჭერით და აურიეთ ბრინჯის ძმართან, შაქართან და მარილთან.

Numeracija-9.png

ავოკადოს მოაშორეთ კანი და კურკა, დაჭერით კუბებად და მოასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

Numeracija-10.png

ბოლოკი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ხოლო წითელი კომბოსტო — წვრილ ზოლებად.

Numeracija-11.png

GYOZA შეწვით ბევრ ზეთში. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით საკმარისი რაოდენობის ზეთი და გააცხელეთ 160 °C-მდე. ჩაყარეთ GYOZA ცხელ ზეთში, დაახურეთ თავსახური და შეწვით 3-4 წუთის განმავლობაში.

Numeracija-12.png

თეფშზე დაალაგეთ მომზადებული სტაფილო, ავოკადო, ბოლოკი, წითელი კომბოსტო და GYOZA. მოასხით სოიოს სოუსი, მოაყარეთ ახალი ქინძი და სეზამის მარცვლები.